სლოვენიაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა

26.03.2019  სლოვენია- საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ელჩების ინიციატივით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანა-ორგანიზებით, ასევე ევროკომისიის მუდმივი წარმომადგენლობისა და კვლევითი ცენტრის CEF- ის ჩართულობით, ლიუბლიანაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობისა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს, კერძოდ  ხაზი გაუსვეს „20 შედეგი 2020 წლისათვის’’ ფარგლებში მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ელჩებმა  მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და პრეზენტაცია წარადგინეს თავისი ქვეყნების მიერ მიღწეულ წარმატებებზე, გატარებულ რეფორმებზე, სამომავლო ხედვებსა და მოლოდინებზე.

მრგვალი მაგიდის სამუშაოებში მონაწილეობდნენ: სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კანცლერი, დობრან ბიჟიჩი; საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და არქტიკის დეპარტამენტის უფროსი, ანდრეა პურკარტ მარტინესი; რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, გეორგე მაჩერუ; ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.