სომხეთში ქართული ენის დღე აღნიშნეს

15.04.2019 სომხეთი-ერევანში, საქართველოს  საელჩოს ინიციატივითა  და სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის მხარდაჭერით  ქართული ენის დღესთან დაკავშირებით  „ქართული პოეზიის დღე“ ჩატარდა.
 
ღონისძიებაზე  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ. ელჩმა ისაუბრა ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ და აღნიშნა ღონისძიების მნიშვნელობა ქართულ-სომხური ლიტერატურული კავშირების გაღრმავების საქმეში.
 
საქართველოდან მოწვეული იყვნენ ქართველი პოეტები - ლევან ზარიძე და ლექსო დორეული (მათი ლექსები თარგმნილია სომხურ ენაზე). ქართველმა პოეტებმა წაიკითხეს თავიანთი ლექსები, სტუდენტებმა კი მათი თარგმანები სომხურ ენაზე.
 
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის მწერალთა კავშირის წევრები, ერევნის ქართველოლოგიური ცენტრების სტუდენტები და მასწავლებლები,  ქართული დიასპორული ორგანიზაციის-  „ივერიის“ წარმომადგენლები.