სომხეთში ქართული კულტურის დღე - „Georgian Day in Armenia” ჩატარდა

 
28.08.2018 სომხეთი- ქალაქ ერევნის თავისუფლების მოედანზე პირველად ჩატარდა ქართული კულტურის დღე - Georgian Day in Armenia”.
 
ღონისძიება, რომლის სლოგანსაც  „ მეგობრობა იმარჯვებს“ წარმოადგენდა, მიზნად ისახავდა ქართულ-სომხური მჭიდრო კულტურული კავშირების ხაზგასმასა და კიდევ უფრო გაღრმავებას.
 
საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერების, მათ შორის  ავთანდილის, მეგი გაბუნიას და  ლაშა ჯოხაძის ექსპონატები.  ღონისძიება მუსიკალურად  გააფორმეს   ქართველმა და სომეხმა ხელოვანებმა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე ნაზენი ღარიბიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე, ერევნის მერიის, სომხეთის ქართული სათვისტომოს „ივერიისა“ და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
 

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.