სომხეთში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

17.10.2018 სომხეთი-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ქართველი თანამედროვე მხატვრების ქეთევან კობახიძის, მარიამ შაქარაშვილისა და ბექა საყვარელიძის ნამუშევრების გამოფენა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე ნაზენი ღარიბიანი, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ქართული დიასპორიოს წარმომადგენლები.