სომხეთში ქართველი მოქანდაკის მიერ შექმნილი ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა

29.01.2018 სომხეთის რესპუბლიკა - სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ მონაწილეობა მიიღო ერევნის კომიტასის სახელობის პანთეონში ცნობილი საოპერო მომღერლის გეღამ გრიგორიანის ძეგლის გახსნის ცერემონიალში. 

აღსანიშავია, რომ ძეგლის ავტორია  ცნობილი ქართველო მხატვარი თეიმურაზ მურვანიძე.

ღონისძიებაში  მონაწილეობა ასევე მიიღეს სომხეთს კულტურის მინისტრმა არმენ ამირიანმა და სომხეთში ლიტვის ელჩმა ერიკას პეტრიკასმა. ძეგლის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის პირველი ლედი რიტა სარგსიანი, ძეგლის ავტორი, თეიმურაზ მურვანიძე და სომხეთის კულტურული წრეების  წარმომადგენლები.