სტრასბურგის საკრალური მუსიკის ფესტივალს საქართველოს საპატრიარქოს ანსამბლი გახსნის

31.01.2018 სტრასბურგი -  ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლბასიანსუმასპინძლეს.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობას ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით და ამ მიმართულებით საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში ქართული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობის აუცილებლობას.

„ბასიანი“ 1-4 თებერვალს ქ. სტრასბურგის საკრალური მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი ფესტივალს სტრასბურგის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გახსნის.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „ბასიანი“ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ნაწილია და მინიჭებული აქვს საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი.