სტრასბურგში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

07.08.2018 ქ. სტრასბურგი - ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში  რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე, კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და გადადგმული კონკრეტულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგვისტოს ომის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია.
 
ასევე მოეწყო თაკო რობაქიძის მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლის „მცოცავი საზღვრები“ ჩვენება.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოსთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.