სტრასბურგში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

31.05.2019. სტრასბურგი-   ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა საზეიმო მიღება.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ქვევრის ღვინის საიმიჯო ფოტოები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფიციალური პირები და ორგანიზაციასთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მიმდინარე წელს საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს აღნიშნავს, ამასთანავე 2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას მომდევო 6 თვის პერიოდით გადაიბარებს.