ტალინში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

 18.04.2019 ესტონეთი -ტალინში საქართველოს საელჩოსა და ესტონეთში დიასპორული ჩარჩო ორგანიზაციის „ქართული სახლი“ ერთობლივი ორგანიზებით 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებული მოვლენების ამსახველი  დოკუმენტური ფოტო და ვიდეო მასალა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესტონეთის რეპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლემბიტ უიბომ, დიასპორული ორგანიზაცია „ქართული სახლის“ წარმომადგენელმა იაშა ყურშუბაძემ და ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კეიტ კასემეტსმა. 

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული მოძრაობის, თავისუფლებისათვის ბრძოლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში საქართველოს საზოგადოების მამოძრავებელ მთავარ ფასეულობებს. ამასთან, თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ხელმოწერის მნიშვნელობას. ელჩმა აქვე განიხილა თანამედროვე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევები.  ღონისძიების ბოლოს ელჩმა პატივი მიაგო ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

ღონისძიებას, რომელიც ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობაში გაიმართა,  ესწრებოდნენ ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორის, პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.