თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრს შეხვდა

23.05.2019 დიდი ბრიტანეთი - დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრთან, ფაბიან ჰამილტონთან, რომელიც ამავდროულად თავდაცვის და საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ჩრდილოვანი მინისტრია.

 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის მიმდინარე და პრიორიტეტული საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არებულ მძიმე ვითარებას.
ხაზი გაესვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ასევე გამახვილდა  ბრექსიტის პროცესზე, ასევე ხაზი გაესვა მიმდინარე წლის სექტემბერში ფაბიან ჰამილტონის საქართველოში  დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.