თამარ ბერუჩაშვილმა სლოვაკეთის, როგორც ეუთოს თავმმჯდომარე ქვეყნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

11.03.2019 დიდი ბრიტანეთი-საქართველოსა და სლოვაკეთის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნად სლოვაკეთის არჩევასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის საელჩოში ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. თავის გამოსვლაში ელჩმა  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების, იძულებით გადადგილებული პირების უსაფრთხო დაბრუნებისა და ჟენევის მოლაპარაკებების მიმართულებით ეუთოს ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
 
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა სლოვაკეთის ელჩმა ლუბომირ რეჰაკმა. მან  ეუთოს ფარგლებში არსებული გამოწვევების ფონზე, სლოვაკეთის თავმჯომარეობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
საღამოს  ფარგლებში, თამარ ბერუჩაშვილმა განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის საქართველოს საელჩოს მადლობის სიგელი გადასცა სლოვაკეთის ელჩს ლუბომირ რეჰაკს
 
ღონისძიებაზე, როლმელსაც ლონდონში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ორი ქვეყნის სამზარეულო და ღვინო. საღამო მუსიკალურად გააფორმა ქართველმა პიანისტმა ანა ყიფიამა და სლოვაკმა მევიოლინემ ტეო გერტლერიმ.