თამარ ბერუჩაშვილმა ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა

31.10.2017 დიდი ბრიტანეთიდიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის საგანგებო წარმომადგენელთან ვაჭრობის საკითხებში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან მარკ პრიტჩარდს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. ასევე ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და გაფართოების შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეოთხე შეხვედრის ფარგლებში, ლონდონში 24 ოქტომბერს,    ლონდონის სითის ლორდ მერის ენდრიუ პარმლიმ ის და საქართველოს ვიცე-პრემიერის  მიხეილ ჯანელიძის მონაწილეობით პირველად გაიმართა  მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო. ღონისძიებაზე დამსრწე  ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართ დაინტერესება გამოხატეს.