თბილისი კავკასიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლებს

2019 წლის 15-19 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი  კავკასიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლებს. (Regional Energy Security Symposium - Caucasus).
 
სიმპოზიუმი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანია ცნობიერების ამაღლების გზით, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების, უწყებათაშორისი  კოორდინაციის,   ასევე საჯარო და კერძო სექტორებს შორის  თანამშრომლობის გაძლიერება.
 
სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დარგობრივ საკითხებზე მომუშავე, საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირები.
 
სიმპოზიუმს გახსნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.
 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული როს უილსონი, საქართველოში  თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა იაზგანი და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი.
 
კავკასიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ სიმპოზიუმი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება.
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '21900')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.