თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

26.09.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. 

მოფრენის ახალი ტერმინალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას “ტავ ჰოლდინგის” პრეზიდენტი სანი შენერი, თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი, ასევე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო და პირველი მგზავრები მიმდინარე წლის 12 ივლისს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გაფრენისა და მოფრენის ტერმინალები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 4 მილიონ მგზავრს მოემსახურება.