თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღე აღინიშნება

9 ნოემბერს, 19:00 საათზე თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატის დღე საქართველოში 2004 წლიდან, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით აღინიშნება.