თბილისში ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა

15-19 აპრილს, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო და კვლევითმა ინსტიტუტმაუმასპინძლა ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ სიმპოზიუმს - კავკასია (Regional Energy Security Symposium - Caucasus).

სიმპოზიუმი განხორციელდა  Naval Postgraduate School’s Energy academic Group-ის და NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის თანადაფინანსებით.


სიმპოზიუმის მიზანია ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლების საშუალებით, რეგიონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონალური კოორდინაციის და თანამშრომლობის, უწყებათაშორისი თანამშრომლობის, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერება.


სიმპოზიუმის მიმდინარეობას 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე კოორდინაციას უწევდნენ ბრენდა შეფერი, ჯორჯთაულის უნივერსიტეტის პროფესორი, ლორენს უოლზერი, ენერგეტიკის აკადემიური ჯგუფის პროგრამის მენეჯერი და ალან ჰოვარდი, Naval Postgraduate School-ის დირექტორის მოადგილე.


15 აპრილს, სიმპოზიუმი გაიხსნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას მოხსენებით, რომელმაც მონაწილეებს საქართველოში ენერგეტიკის ძირითადი მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. 

 

მომდევნო 5 დღის განმავლობაში ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი საჯარო და კერძოს სექტორის წარმომადგენელი მომხსენებლების მიერ განიხილული იქნა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული შემდეგი საკითხები: NATO- როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, რეგიონული გეოპოლიტიკა და ენერგეტიკა; კიბერუსაფრთხოება, კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვა და სხვა.