თბილისში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ეროვნული პასუხისმგებელი პირების მე- 16 ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს

3-5.05.2017 თბილისი -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა 3-5 მაისს, თბილისში გამართული ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (ქიაო) წევრი-სახელმწიფოების აღმოსავლეთ ევროპის ეროვნული პასუხისმგებელი პირების მე-16-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის თანაორგანიზებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს დავით დონდუამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

შეხვედრაში, რომელზეც ქიაო-ს და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების სამთავრობო სტრუქტურათა წარმომადგენლები მონაწილეობენ, განიხილება რეგიონში ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხები. შეხვედრის ფარგლებში ასევე ჩატარდება კონვენციის რატიფიცირების 20 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები.