თბილისში საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

14.12.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ორგანიზებით,  საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულთან კიმ ინ ჰვანთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა საქართველოსა და კორეას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე მრავალი მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისი განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა ხალხთაშორის ურთიერთობებზე და კულტურულ კავშირებზე. ამ კონტექსტში კმაყოფილებით აღინიშნა ორი კორეელი პროფესორის მიერ შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

         

 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17779')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.