თბილისში საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

27.10.2017ქ.თბილისი -  საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი  მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისის ეროვნული კონსერვატორიაში გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით  მიმართეს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ  და თბილისის კონსერვატორიის რექტორმა რევაზ კიკნაძემ.

მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის საუკუნეების მანძილზე  ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საფრანგეთის როლს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში.  მინისტრმა აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს  25-წლიანი ისტორიული პროცესის დასრულება და ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნება წარმოადგენს.

„მინდა საფრანგეთის მოქმედ მთავრობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ ისტორიული მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესში და საქართველოს მთავრობასთან ერთად განახორციელა ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი“ - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სწორედ აღნიშნული ისტორიული კავშირები და საერთო ღირებულებები უდევს საფუძვლად ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს და საფრანგეთის ურთიერთობებში მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებს და მჭიდრო პარტნიორობას, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და უაღრესად ვაფასებთ საფრანგეთის ძლიერ მხარდაჭერას ორმხრივ, მრავალმხრივ ფორმატებში. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტო და საფრანგეთის როლი. ყველა ქართველის მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება ძალიან დიდი თანადგომა და ჩვენ მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერის, რომელიც დღემდე გრძელდება საფრანგეთის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში  ურყევი მხარდაჭერისთვის და ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, თავდაცვის, განათლების, კულტურა და სოფლის მეურნეობის სფეროში. 

„დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავზე, ბორდოს „ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი“ მასპინძლობს გამოფენას "საქართველო-მეღვინეობის აკვანი”, რომელსაც დღემდე უამრავი (33 000-ზე მეტი) დამთვალიერებელი ესტუმრა. აღნიშნულ გამოფენაში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს, რაც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ჩვენი ღვინის მსოფლიოში წარმოჩენის, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატებისთვის.“ განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა

კონცერტი გაიმართა თანამედროვე მუსიკის ანსამბლი « Georgia Modern » შესრულებითა და რეზო კიკნაძის მონაწილეობით.  ღონისძიება მიეძღვნა ფრანგი კომპოზიტორის ოლივიე მესიანის შემოქმედებას.

აღნიშნული საღამო საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მიერ იყო ორგანიზებული.
 
        



 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.