თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ მიმდინარეობს

20.12.2018 თბილისი - გრძელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა  „ელჩების კონფერენცია 2018“. 

მესამე სამუშაო დღეს, მეშვიდე პანელის ფარგლებში გაიმართება თემატური და რეგიონული სამუშაო შეხვედრები, რომლებსაც მოდერაციას გაუწევენ მინისტრის მოადგილეები და რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ შესაბამის სახელმწიფოებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარგზავნილი ელჩები.

შეხვედრებზე განხილული იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების, დიასპორასთან ურთიერთობისა და საკონსულო საკითხები.

კონფერენციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.