ტორონტოს უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნეს


 
6.03.2018 ქ. ტორონტო-კანადაში საქართველოს საელჩომ ტორონტოს უნივერსიტეტში გამარა "ქართული საღამო", რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. საამოს ფარგლებ, საქართველოს ელჩმა ონსტანტინე ქავთარაძემ მოწვეული სტუმრებისთვის  ლექცია-პრეზენტაცია ჩაატარა საქართველოს წარსულისა და თანამედროვეობის, ტრადიციების, ენისა და დამწერლობის, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის, პირველი რესპუბლიკის დაარსებისა და დამოუკიდებლობის პერიოდის შესახებ. სტუმრებს შორის იყვნენ ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ერთობლივი ქართულ-კანადური არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეები.

საკუთარ გამოსვლაში ელჩმა აღნიშნა, რომ  ტორონტოს უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ჩართული იყო არქეოლოგიური კვლევის საერთაშორისო პროექტში, რომლის მეშვეობითაც მეცნიერულად დამტკიცდა საქართველოში მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის არსებობა. ამასთან დაკავშირებით საელჩომ უნივერსიტეტში გამართა ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოში მეღვინეობის კულტურას და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს მიეძღვნა. ელჩთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მიმართა ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრის პროფესორმაც.

საღამოს ფარგლებში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაციაც მოაწყო. ღონისძიებას ტორონტოში მცხოვრები ქართველებიც ესწრებოდნენ, ადგილობრივმა მუსიკალურმა ტრიომ "ზარი" დამსწრეებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.