ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ჩაის სექტორში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს შეხვნდნენ

28.07.2018 თურქეთი - ქ.ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, საკონსულოს ჯგუფი, ექიმ ალი ილმაზთან ერთად, რიზეს ხუთ ქარხანას ეწვია.

შეხვედრები ძირითადად გაიმართა ჩაის სექტორში დროებით დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთაც განემარტათ მათი სამართლებრივი მდგომარეობა, უფლებები, აგრეთვე მუშაობის ნებართვის მიღების პირობები.
 
ექიმმა ალი ილმაზმა საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე.
 
აღსანიშნავია, რომ რიზეს რეგიონში ჩაის პლანტაციებში დასაქმებულია   10 000-მდე  საქართველოს მოქალაქე, ხოლო  ჩაის ფაბრიკებში  1000-მდე საქართველოს მოქალაქე. ჩაის კრეფის სეზონი ა.წ. ივლისის ბოლოს სრულდება და სექტემბერში განახლდება. სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმება 2017 წლიდან ამოქმედდა.