თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული კალიგრაფიის შესახებ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

9.08.2018 .დუზჯე -  9 მაისს თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტში  ქართული  კალიგრაფიის შესახებ სამეცნიერო კონფერენცია და კონკურსი  „ქართული კალიგრაფია 2018“  გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს,  თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტისა და ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ქართული კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებს სიმბოლურად გადაეცათ საქართველოს საელჩოს მიერ დამზადებული სიგელები.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია დედა ენის დღესა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის საიუბილეო თარიღის ფარგლებში გაიმართა.