თურქეთსა და მეგობარ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

3.10.2017 თურქეთი  - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მასპინძლობით მოწყობილ მიღებასა და გამოფენას დაესწრო.
 
აღნიშნული მიეძღვნა „თურქეთსა და მეგობარ და მოძმე ქვეყნებს (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს“.
 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელმაც აღნიშნა წარმოდგენილ ქვეყნებთან თურქეთის 25 წლიანი ურთიერთობის მნიშვნელობა.
 
სხვა მონაწილე ელჩებთან ერთად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ელჩს გადასცა სამინისტროსა და თურქეთის ფოსტის მიერ სპეციალურად ამ თარიღისათვის დამზადებული მემორიალური საჩუქარი - კონვერტი და საფოსტო  მარკა, რომელზეც გამოსახულია  ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელთანაც თურქეთი აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს.
 
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა  თურქეთსა და აღნიშულ მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამსახველი ფოტო-მასამდის გამოფენა. საქართველოს კუთხე გაფორმდა 25 წლის წინ საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების და დღევანდელი ურთიერთობების ამსახველი ფოტოსურათებით.