თურქეთში საქართველოს ელჩი ევროპული პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის თანათავმჯდომარეს შეხვდა

2.07.2019 თურქეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ საელჩოში შეხვედრა გამართა ევროპაში აშშ- სამხედრო შენაერთებისა და ნატო- სახმელეთო ძალების ყოფილ მთავარსარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან, რომელიც ამჟამად თანათავმჯდომარეობას უწევს ევროპული პოლიტიკის ანალიტიკურ ცენტრს (Center for European Policy Analysis - CEPA) სტრატეგიული კვლევების საკითხებში.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული საკითხები და ის გამოწვევები, რომელთა გადასაჭრელადაც საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობის გაღრმავება. თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული მხარის მზაობას გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური გარემოს ფორმირების კუთხით.