თურქეთში საქართველოს ელჩი სატელიტური კომუნიკაციების კომპანიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

26.09.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის სატელიტური კომუნიკაციებისა და საკაბელო ტელევიზიის კომპანიის (TÜRKSAT) გენერალურ დირექტორთან, ჯენქ შენთან.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას აღნიშნული მიმართულებით.