თურქეთში საქართველოს ელჩი შანლიურფას გუბერნატორს შეხვდა

17.05.2019 თურქეთი- თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მივლინების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა შანლიურფას გუბერნატორთან, აბდულლაჰ ერინთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში (ტურიზმი, კულტურა, სოფლის მეურნეობა და ა.შ.) თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.
 
შანლიურფას ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი.
 
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება აქტიური მუშაობა ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით