თურქეთში საქართველოს ელჩი თურქეთის წამყვანი ღვინის მწარმოებელი კომპანიის “ქავაქლიდერე-Kavaklıdere” მფლობელს შეხვდა

14.07.2019 თურქეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის წამყვანი ღვინის მწარმოებელი კომპანიის “ქავაქლიდერე-Kavaklıdere” მფლობელთან და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ალი ბაშმანთან. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებთან ერთად ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.

 
თავის მხრივ, ალი ბაშმანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს ინფორმაციისათვის და აღნიშნა, რომ მისი კომპანია დაინტერესებულია, დაიწყოს ბიზნესსაქმიანობა საქართველოში.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა დაათვალიერა “ქავაქლიდერეს” ერთ-ერთი ქარხანა.

აღსანიშნავია, რომ “ქავაქლიდერე” არის თურქეთის ერთ-ერთი პირველი ღვინის მწარმოებელი კერძო კომპანია, რომელიც 1929 წელს დაარსდა და ღვინის ბაზრის 20% უკავია.