თურქეთში საქართველოს ელჩი თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაციის (TURSAB) ხელმძღვანელობას შეხვდა

23.05.2019 თურქეთი-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაციის(TURSAB) ხელმძღვანელობასთან და მსხვილი ტურისტული კომპანიების მფლობელებთან, სადაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის ახალი ტურისტული მიმართულებებისპოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორი თვის წინ, ანკარის წამყვანი ტურ-ოპერატორების ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც თურქი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებსშეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

ამასთან, TURSAB-ის ხელმძღვანელობამ გამოხატა მზადყოფნა ანკარაში უმასპინძლოს ქართულ ტურ-ოპერატორებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსხელმძღვანელობასთან ერთად, რომლის დროსაც გაიმართება სახელისუფლებლო და B2B შეხვედრები ტურიზმის სექტორის წამომადგენლებთან, ტურიზმის სფეროში გამოცდილებისგაზიარებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს თურქეთის რესპუბლიკას ეწვია 45 მლნ ვიზიტორი, საიდანაც შემოსავალმა 32 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო ერთი ვიზიტორის საშუალოდანახარჯმა კი 750 აშშ დოლარი შეადგინა.