თურქეთში საქართველოს ელჩმა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ძეგლები მოინახულა

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ერზერუმისა და ართვინის პროვინციებს ეწვია. 

საქართველოს ელჩმა მოინახულა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ძეგლები: ოშკი, ოთხთა ეკლესია, ხახული და ადგილზე გაეცნო იშხანსა და პარხალში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კოპლატაძემ შეხვედრები გამართა ერზერუმის გუბერნატორთან, სეიფეთთინ აზიზოღლუსთან, ართვინის გუბერნატორთან, ომერ დოღანაისთან და ართვინის მაჟორიტარ დეპუტატთან, თურქეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ისრაფილ ქიშლასთან.