თურქმენეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

 
8.06.2018 ქ. აშხაბადი - თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
 
ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ყარალაშვილმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჩარი გილიჯოვმა.
 
საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიაზე, მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და მის ევროპულ არჩევანზე, ასევე საქართველო-თურქმენეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე.
 
თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ თურქმენეთის პრეზიდენტისა და მთავრობის სახელით  ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
 
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ  დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა  ქართული ანბანის, ქართული დამწერლობისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალები.
 
საზეიმო მიღებაზე ასევე  შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
 
ღონისძიებას დაესწრნენ თურქმენეთის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.