უკრაინაში, ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

24.06.2019 უკრაინა- უკრაინის ქალაქ - ლვოვში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გელა დუმბაძემ საზეიმო ვითარებაში საქართველოს საპატიო საკონსულოგახსნა.საკონსულოს ხელმძღვანელად დანიშნულ იქნა .ლვოვის საპატიო მოღვაწე, ისტორიკოსი, დამსახურებული სახელმწიფო მოხელე იაროსლავ მუზიჩკო.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ ვოინაროვსკიმ, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის სახელით მადლობა გადაუხადა ელჩს საპატიო საკონსულოს გახსნისთვის და უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების აქტიური განვითარებისთვის.
 
ღონისძიების დასაწყისში საქართველოს და უკრაინის ჰიმნები შეასრულა ბავშვთა ანსამბლმა "რადუნიცა".
 
საზეიმო ცერემონიას, საპატიო კონსულის იაროსლავ მუზიჩკოს მოწვევით, ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვიაჩესლავ ვოინაროვსკი, საოლქოადმინისტრაციის ხელმძღვანელი როსტისლავ ზამლინსკი, საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე განუშჩინი, ქალაქის მერის მოადგილე ანდრეი მოსკალენკო, საქართველოსსაელჩოს კონსული ნანა ჩაბრავა, ჩეხეთის გენერალური კონსული პაველ პეშეკი, საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ ხარკოვში ალექსანდრა ჩიხლაძე, ყაზახეთის და უნგრეთისსაპატიო კონსულები, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ლვოვის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ქართულიდიასპორის წარმომადგენლები.
 
აღსანიშნავია, რომ ქალაქი ლვოვი წარმოადგენს უკრაინის უმსხვილეს ტურისტულ და კულტურულ ცენტრს. საქართველოს საპატიო საკონსულო გარდა ლვოვის ოლქისა მოიცავსტერნოპოლის, ივანო-ფრანკოვსკის და ზაკარპატიეს ოლქებს.
 
საქართველოს საკონსულოს გახსნა უკრაინის დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში ძალზედ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ნაბიჯია საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივიურთიერთობების განვითარებისათვის.