უკრაინაში, საქართველოს საელჩოში ფილმის-„მშვიდობისმყოფელნი სვანეთის მთებში“ ჩვენება გაიმართა

15.10.2019 უკრაინა - უკრაინაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა უკრაინელი კინოდოკუმენტალისტების მიერ შექმნილი ფილმისმშვიდობისმყოფელნი სვანეთის მთებშიჩვენება.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინელი პილოტები, რომლებმაც 1993 წლის ოქტომბერში ჰუმანიტარული ოპერაციის შედეგად კოდორის ხეობიდან 7 ათასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს.
 
საელჩოში წარმოდგენილი იყო  დიდი ექსპოზიცია, რომელშიც გამოყენებულ იქნა 1993 წლის მოვლენებთან დაკავშირებული საარქივო მასალები და უკრაინელი ფოტოგრაფის პავლო პაშჩენკოს 1993 წლის ფოტორეპორტაჟი კოდორის ხეობიდან.

ფილმის ჩვენების შემდგომ დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ და საელჩოს სამადლობელო სიგელები გადასცა, როგორც შვეულმფრენების პილოტებს - ფილმის გმირებს, ასევე ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებსა და ფოტოგამოფენის ავტორს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.