უკრაინაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებსა და საკვირაო სკოლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

23.02.2109 უკრაინა- .დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ ,  უკრაინის ქ.დნიპროში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ქართული სული”-ს საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს, ეროვნულ-კულტურულ საზოგადოება ,, საქართველო,,-ს და მასთან არსებულ ქართულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსა და ქ.ზაპოროჟიეში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაცია “შოთა რუსთაველი”-ს საკვირაო სკოლას ქართული ენის შემსწავლელი კურსისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა.
 
სახელმძღვანელეობის გადაცემის შემდეგ, საქართველოს კონსული გაესაუბრა ქართული ენის შემსწავლელი კურსის პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და აღინიშნა ის ინიციატივები, რაც უწყებას გააჩნია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის და სამშობლოსთან მათი კავშირის გასაძლიერებლად.
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა  საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის  ქართული ენის სწავლების  ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.