უკრაინაში ქართული კულტურის რიგით მე-10 ფესტივალი გაიმართა

20.05.2019 უკრაინა- უკრაინაში . მირგოროდში, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანებისგეორგია- ს ორგანიზებით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული კულტურის რიგით მე-10 ფესტივალი, რომელიც წელს მიეძღვნა . მირგოროდში დავით გურამიშვილის სახლ-მუზეუმის დაარსების 50 წლისთავს

ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, ქ. მირგოროდის მერმა სერგეი სოლომახამ და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია”-ს  პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოდან სპეციალურად მოწვეული მუსიკალური ანსამბლის “ქართული ხმები”-ს კონცერტი  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით , 
რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.