უკრაინაში საქართველოს ელჩმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა

11.04.2019 უკრაინა-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემუცხო ქვეყნების წარმომადგენლობების მომსახურების გენერალური დირექციის პრეს-ცენტრში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ ლექცია წაიკითხა.

საქართველოს ელჩმა, როგორც თვითმხილველმა, ისაუბრა ისტორიულ წინაპირობაზე- რა უძღოდა წინ აღნიშნულ მოვლენებს და ყურადღება გაამახვილა შემდგომში განვითარებულ პროცესებზე. ელჩმა საზოგადოების წინაშე გაახმოვანა აქციაში დაღუპული ყველა მონაწილის სახელი და გვარი.

ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მეცნიერული საზოგადოების თავმჯდომარემ ირინა მატიაშმა, საქართველოს ელჩს საპატიო წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
ლექციას ესწრებოდნენ  პოლიტოლოგები, ექსპერტები, სტუდენტები, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.