უკრაინაში საქართველოს ელჩმა სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა

 
25.04.2019 უკრაინა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა გელა დუმბაძემ საჯარო ლექცია გამართა.

სიტყვით გამოსვლისას, გელა დუმბაძემ ისაუბრა  დიპლომატიის ისტორიის, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, ასევე ელჩმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების როლზე თანამედროვე ტურბულენტურ სამყაროში.
 
ლექციის დასრულების შემდგომ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა: ტერიტორიული კონფლიქტები და მათი მოგვარების გზები, საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის დინამიკა საერთაშორისო არენაზე და ა.შ
 
ღონისძიებას  ესწრებოდნენ ქ. ხარკოვის და ქ. კიევის პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და მასწავლებლები.





 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.