უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

31.05.2018 ქ.კიევი- უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, ქ. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. 

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე. ელჩმა  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მან ასევე დაგმო სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების ფაქტი.

საზეიმო მიღების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის გამოფენა. საღამო მუსიკალურად გააფორმა  ჯგუფმა „თეატრალური კვარტეტი” .
 
ღონისძიებას  ესწრებოდნენ უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, საზოგადო მორვაწეები, გუბერნატორები, არასამთავრობო სექტორისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.