უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

5.06.2018 ქ.კიევი - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი საარქივო მასალების გამოფენა გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმირ შკუროვი.

გამოფენა მიმდინარეობს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში. გამოფენა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში 8 ივნისამდე გაგრძელდება.