უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

9.03.2018 უკრაინა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლის, ირინა სულთანიშვილის ორგანიზებით, საელჩოში გაიმართა მიღება, რომელსაც  უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელების მეუღლეები ესწრებოდნენ.

მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის შესახებ.პრეზენტაციის მსვლელობისას აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მე-20 საუკუნეში ქალბატონები  საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა პირველი რესპუბლიკის ამსახველი ფოტო მასალებიც.

ღონისძიების ფარგლებში,სტუმრებს გააცნეს საქართველოს ტურისტული პოტენციალიც. ყურადღება ასევე დაეთმო  საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას, ღვინის დამზადების უნიკალურ ტექნიკას, იუნესკოს მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ობიექტებს, ქართულ პოლიფონიურ სიმღერას და მინანქრის უნიკალურ ტექნოლოგიას.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა „ქართული ნაციონალური სამოსის სახლი“-ს კოლექციის ჩვენება, რომელიც წარმოადგინეს ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ -ის მოცეკვავეებმა.

საღამოს ფარგლებში,საპატიო სტუმრებმა  ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს.