უკრაინაში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

17.10.2018 უკრაინა-  უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ პრეზენტაცია  გაიმართა.
 
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა  საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესახებ და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური  ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე.
 
ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაციები გამართეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და “Georgian Industrial Holding”-ის წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოს, საინვესტიციო კლიმატის და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.