უნგრეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა

11.06.2018 უნგრეთი-ბუდაპეშტში  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე, ასევე მიმოიხილა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
 
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა, ჟოლტ ჩუტორამ. მან  საქართველოს მიულოცა 100 წლის იუბილე და  კვლავ დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენტიტისა და ტერიტორიული მთლინობის, ასევე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციისადმი.
 
საღამო მუსიკალურად გააფორმა  ლონდონში მოღვაწე  ქართველმა პიანისტმა ლუკა ოქროსცვარიძემ.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ  უნგრეთის პოლიტიკური და  კულტურული წრეების,  აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.