უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება

9.03.2019 - საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები განახლდება. 2019 წლის 19-28 მარტს და 17 აპრილს, შეხვედრები აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და კახეთის  რეგიონებში გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
                                                                                           
აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ: ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე, დიპლომატიური ინსტიტუტის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მკვლევარები : მიხეილ უკლება, კონსტანტინე ჟღენტი, გიორგი ყარალაშვილი, ნიკოლოზ რთველიაშვილი, დავით აფციაური,მამუკა ციხელაშვილი, სოსო დანელია, თეიმურაზ შარაშენიძე.
 
მომხსენებლები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესებს და ასევე, ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.
 
საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში, 160 შეხვედრა გაიმართა.
 
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.