უზბეკეთში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ქართული შემოდგომა ტაშკენტში“ გაიმართა

17.10.2018 უზბეკეთი -  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ტაშკენტში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ქართული შემოდგომა ტაშკენტში“ გაიმართა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას  მისასალმებელი სიტყვით მიმართა საელჩოს კონსულმა გიორგი  ბოჭორიშვილმა. საქართველოს კონსულმა ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული ტრანსფორმაციის 100 წლიან გზაზე და ყურადღება გაამახვილა უნიკალურ ქართულ კულტურასა და მეღვინეობის 8000 წლოვან ტრადიციაზე.
 
ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ  კულტურის, ბიზნეს-სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ენის და დამწერლობის ნიმუშებს. მათ დაურიგდათ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბროშურები, ბუკლეტები და  CD დისკები.