ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს, გეორგე ლეუკას შეხვდა

19.03.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში  მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან,  გეორგე ლეუკასთან (რეზიდენციით ქ. ბაქოში).
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტები და დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა 2019 წლის ივლისში, ქ. ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
 
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სხვა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.