ვახტანგ მახარობლიშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კრებაზე

06.03.2018 - ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კრებაში და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეროვნული პლატფორმის წევრებს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გამჭირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ  საქართველო პირველი ქვეყანა იყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების  ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ჩართო ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და  შესრულების მონიტორინგის პროცესში და წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა დაამკვიდრა“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

საკუთარ გამოსვლაში ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმოიხილა 2017 წლის მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში და პლატფორმის წევრებს დაუდასტურა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა  გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

„ჩვენი სურვილია, რომ არამხოლოდ შეუფერხებლად გავაგრძელოთ, არამედ კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოს მთავრობასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული მიმართულებებით თანამშრომლობა“ - განაცხადა მან.

 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.