ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

2.07.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივან ანდრეას კიფერს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, ყურადღება დაეთმო 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანდრეას კიფერმა მონაწილეობა მიიღო ეროვნულ სემინარში, რომელიც ჩატარდა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესში საქართველოს დელეგაციისთვის.