ვახტანგ მახარობლიშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

26.11.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.

განსაკუთრებით აღინიშნა, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის დინამიურობა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში, საქართველოსა და ნატო-ს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრაზე  ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გატარებული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა დაუდასტურა ქართულ მხარეს ალიანსის მხრიდან რეფორმების გატარების პროცესში საქართველოს მხარდაჭერა. განხილულ იქნა, სახალხო დიპლომატიისა და ნატო-საქართველოს ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალში პროდუქტიული თანამშრომლობის გაგრძელებაზე.