ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

28.07.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან. 

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო წელი გამოირჩევა მეტად აქტიური და ნაყოფიერი დღის წესრიგით. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში.

ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ კონტექსტში არსებულ დღის წესრიგზე.

ვახტანგ მახარობლიშვილმა წარმატება უსურვა დიმიტრიოს კარაბალისს მის მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, საბერძნეთის ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის შემგომ გაღრმავებას.