ვახტანგ მახარობლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

04.10.2018 ბრიუსელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარმოადგენდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის მოსამზადებელ შეხვედრას, რომელიც 2018 წლის 15 ოქტომბერს, ქ. ლუქსემბურგშია დაგეგმილი.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე, 2020 წლისთვის 20 შედეგის შესრულების პროცესზე. ამასთან, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ 2019 წელს აღინიშნება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავი და აღნიშნულ კონტექსტში განიხილეს შესაძლო ღონისძიებები, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად.

 

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ „20 შედეგი 2020 წლისთვის“ სრულად ეხმიანება საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესზე, როგორიც არის გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების განმტკიცება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

 

 „20 შედეგი 2020 წლისთვის“ გეგმის მნიშვნელოვან მიღწევად დასახელებულ იქნა მიმდინარე წლის 4 სექტემბერს საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა, რომელიც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ყველა ქვეყნის სტუდენტებს სთავაზობს ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების მიღებას.

 

მინისტრის მოადგილემ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ფორმატში აქტიურ ჩართულობასთან ერთად ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობის დინამიკაზე, მათ შორის ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების, ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის უმაღლესი დონის ახალი ფორმატის მნიშვნელობას.

 

ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა საქართველოს მისწრაფებას, მოახდინოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში. ამ კონტექსტში, ვ. მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას, რაც ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

 

შეხვედრაზე მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტით „20 შედეგი 2020 წლისთვის“ გათვალისწინებულ კონკრეტულ გეგმებსა და ინიციატივებზე ხელშესახები პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მიერ დასახული მიზნებისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '19563')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.